1.პროექტის სახელწოდება: “ქართული კინოს ჰანგები“
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები გააცნობენ თანატოლებს იმ ქართველი კომპოზიტორების
შემოქმედებას,რომლებმაც შექმნეს მუსიკა მათ საყვარელი ფილმებისთვის.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გააცნობიერებენ,რომ მუსიკა ინფორმაციისა
და კომუნიკაციის საშუალებაა;რომ გასულ საუკუნეებში შექმნილი სიმღერები მათთვის დღესაც
გასაგებია და პოპულარულია.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან სიმღერებს
ძველი ქართული კინოფილმებიდან და გაეცნობიან მათი ავტორების შემოქმედებას.
5.მოსწავლეთა ასაკი: IX კლასი
6.ვადები / ხანგრძლივობა: 4 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინფორმაციის მოძიებისა
და დამუშავების, კვლევისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევებს;უკეთ გაეცნობიან ქართველი
კომპოზიტორების (რ.ლაღიძის, გ.ცაბაძის, ბ.კვერნაძის, ჯ.კახიძის, გ.ყანჩელის და სხვა)
შემოქმედებას; შექმნიან ქართული სიმღერების ტექსტების კრებულსა და ჟურნალს „ქართული
კინომუსიკა“,მოაწყობენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას და განათავსებენ მათ ბლოგზე,ჩაატარებენ
კონცერტს.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,ფოტოაპარატი,ფორტეპიანო,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,მარკერები
კომპიუტერი,პროექტორი,ფოტოაპარატი,ფორტეპიანო,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,მარკერები
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):კლასი დაიყოფა
3 ჯგუფად.ერთ ჯგუფს დაევალება კითხვარის შედგენა ,გამოკითხვის ჩატარება,რომლის მეშვეობით
დაადგენენ თუ რამდენად იცნობენ მათი თანატოლები
ქართული კინომუსიკის შემქმნელ კომპოზიტორებს,
მიღებული მონაცემების დამუშავება და დიაგრამის სახით წარდგენა.მეორე ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას ქართველი კომპოზიტორების შესახებ და მოამზადებს ჟურნალს „ქართული კინომუსიკა“.მესამე
ჯგუფი შეისწავლის სიმღერებს და შექმნის ტექსტების კრებულს.ჩატარებული სამუშაო დასრულდება
ნამუშევრების პრეზემტაციითა და კონცერტით.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ქარტული ლიტერატურა,ისტ;
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ინგა სალოღაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:inga.sologhasvili@gmail.com
No comments:
Post a Comment